სანჩესი "ინტერში" დარჩება, კლუბმა ის უფასოდ შეინარჩუნა

AutoSharing Option
ჩილელი ნახევარმცველი ალექსის სანჩესი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

იტალიური კლუბის პრესსამსახური აქვეყნებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ 31 წლის ფეხბურთელი გუნდში 2023 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. გარიგება სრულიად უფასოდ შედგა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ინტერში" ალექსისი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს.

მიმდინარე სეზონში სანჩესმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 9 საგოლე გადაცემა.