არ მოვხსნითო, მაგრამ მაინც მოხსნეს - სარი "იუვენტუსიდან" დაითხოვეს

AutoSharing Option
მიუხედავად 3 აგვისტოს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის ფაბიო პარატიჩის განცხადებისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" დამარცხების შემთხვევაში, გუნდის მწვრთნელ მაურიციო სარის არ გადააყენებდნენ, 61 წლის სპეციალისტს კარისაკენ მიუთითეს.

ოღონდ, დამშვიდობებისას მადლობა გადაუხადეს

სარიმ "იუვე" გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა, კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და ტურინულ კლუბს მისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, არაა გამორიცხული, სარის პარატიჩიც ზედ მიაყოლონ.

გუშინ "იუვენტუსმა" ტურნირის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "ლიონი" 2:1 კი დაამარცხა, მაგრამ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით შემდეგ
ეტაპზე ფრანგული გუნდი გავიდა.

იტალიური მედიის ცნობით, სარი შეიძლება დროებით უმუშევარმა მაურისიო პოჩეტინიომ შეცვალოს. აგრეთვე სახელდება ანდრეა პირლოს კანდიდატურა, რომელიც ახლახან ჩაუდგა "იუვენტუსის" ახალგაზრდულ გუნდს სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
იუვე არასფროს ყოფილა ლიგის გუნდი, მათ მხოლოდ სერიალის ყიდავ შეუძლიათ, ლიგაზე კიდე ეგრე არ იყო? რაღა ახლა გაგიკვირდათ?
ასდ
09 აგვისტო 2020 13:56
1
მეც მაგი მიკვირს,გრანდები ხანდახან ისეთ საშუალო და ზოგჯერ საშუალოზე უფრო დაბალ სპეციალისტებს ნიშნავენ რო რავიცი.რით ხელმძღვანელობენ მაგ დროს საინტერესოა
კახა ქ.
08 აგვისტო 2020 21:30
0
ქაჯები! ეკითხად თავის დროზე ამხ. ფიფიასთვის და ამ დიდ შეცდომას აღარ დაუშვებდნენ. სტადიონზე პინდარმონჩინკების კლუბსაც გაახსნევინებდა და მაყუთსაც აშოვნინებდა ამხ. ანიელს.
დ.დ.
08 აგვისტო 2020 21:23
1
რონალდუზე იმიტომ თქვა რომ რეალმა სწორედ მისი დიდი ძალისხმევით 4-ჯერ მოიგო ჩ.ლ.იუვესაც ატლეტიკოსთან მოაგებინა,აიაქსთან ორივე თამაშში თავით კლასიკური ბურთები გაიტანა,გუშინაც ორი გოლი მაგრამ ასეთი მძიმე,უაზრო გუნდი რაც სარიმ დააყენა იშვიათად მინახავს.
k
08 აგვისტო 2020 21:23
0
Xo xo sari roar yofiliyo da sxva vinme magari xo daxsnidnen varskvlavebs cidan. Imas izavdnen rac exla qnes. Shevxedot realobas da davrcmundebit rom egrea. Reali kargi gundia magram caago gushin, varanma sascaulebi aketa magram golebi unda gaetana reals da ver gaitana, esec varanis brali xom ar aris? Siti uketesi iyo tumca egec iuves beds gaiziarebs chemi azrit. Barsa bavaria atletiko amatshia chempioni, me egre vcfiqrob yovel shemtxvevashi.
Milani
08 აგვისტო 2020 21:00
2
სარი მოხსნენ და ეხლა იმაზე ფიქრობენ, ვის გაუყარონ, თუმცა რა ჩვენი საქმეა, სარი უთხრიათ...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
08 აგვისტო 2020 20:45
2
დანინშნონ პოჩეტინო
macbook pro
08 აგვისტო 2020 20:25
1
საერთოდ ეს როგორ დანიშნეს?მითუმეტეს მას მერე რაც ჩელსის მეკარემ გაუკეთა.თან სამწლიანი კონტრაქტი,ან ჩელსიმ სად იპოვა,ერთი ჩვეულებრივი ემპოლის,ვერონას და სასულოს დონის სპეციალისტია.ამნაირები იტალიაში ყრია.ვერ ვხვდები ამ დონის გრანდები ასეთ შეცდომებს როგორ უშვებენ,ბარსასი არ იყოს.
Master
08 აგვისტო 2020 19:27
3
ასეთი პიტალო ტრენერი იშვიათია. და არანაკლებია მაგის მომყვანი უმცროსი ანიელი, რომელმაც განაცხადა რონალდუს შეძენისას - ეს კაცი მოგვაგებინებს ლიგასო. და კიდევ ბონუჩიმ განაცხადა პრიორიტეტი სკუდეტო იყოო. რას ერჩი, მაქსიმუმი დადეს. მეტის ტრაკი არა აქვთ, საფრანგეთის 4 თვის უთამაშებელი, უვარსკვლავო მეშვიდე ადგილოსანი გუნდი რომ გაგაბდებს, სულ მცირე უნდა გადაიკუზო.
რაულ გონსალეს ბლანკო
08 აგვისტო 2020 20:25
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული