არ მოვხსნითო, მაგრამ მაინც მოხსნეს - სარი "იუვენტუსიდან" დაითხოვეს

AutoSharing Option
მიუხედავად 3 აგვისტოს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის ფაბიო პარატიჩის განცხადებისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" დამარცხების შემთხვევაში, გუნდის მწვრთნელ მაურიციო სარის არ გადააყენებდნენ, 61 წლის სპეციალისტს კარისაკენ მიუთითეს.

ოღონდ, დამშვიდობებისას მადლობა გადაუხადეს

სარიმ "იუვე" გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა, კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და ტურინულ კლუბს მისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, არაა გამორიცხული, სარის პარატიჩიც ზედ მიაყოლონ.

გუშინ "იუვენტუსმა" ტურნირის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "ლიონი" 2:1 კი დაამარცხა, მაგრამ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით შემდეგ
ეტაპზე ფრანგული გუნდი გავიდა.

იტალიური მედიის ცნობით, სარი შეიძლება დროებით უმუშევარმა მაურისიო პოჩეტინიომ შეცვალოს. აგრეთვე სახელდება ანდრეა პირლოს კანდიდატურა, რომელიც ახლახან ჩაუდგა "იუვენტუსის" ახალგაზრდულ გუნდს სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
იუვე არასფროს ყოფილა ლიგის გუნდი, მათ მხოლოდ სერიალის ყიდავ შეუძლიათ, ლიგაზე კიდე ეგრე არ იყო? რაღა ახლა გაგიკვირდათ?
ასდ
13:56 09-08-2020
1
მეც მაგი მიკვირს,გრანდები ხანდახან ისეთ საშუალო და ზოგჯერ საშუალოზე უფრო დაბალ სპეციალისტებს ნიშნავენ რო რავიცი.რით ხელმძღვანელობენ მაგ დროს საინტერესოა
კახა ქ.
21:30 08-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული