არ მოვხსნითო, მაგრამ მაინც მოხსნეს - სარი "იუვენტუსიდან" დაითხოვეს

AutoSharing Option
მიუხედავად 3 აგვისტოს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის ფაბიო პარატიჩის განცხადებისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" დამარცხების შემთხვევაში, გუნდის მწვრთნელ მაურიციო სარის არ გადააყენებდნენ, 61 წლის სპეციალისტს კარისაკენ მიუთითეს.

ოღონდ, დამშვიდობებისას მადლობა გადაუხადეს

სარიმ "იუვე" გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა, კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და ტურინულ კლუბს მისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, არაა გამორიცხული, სარის პარატიჩიც ზედ მიაყოლონ.

გუშინ "იუვენტუსმა" ტურნირის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "ლიონი" 2:1 კი დაამარცხა, მაგრამ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით შემდეგ
ეტაპზე ფრანგული გუნდი გავიდა.

იტალიური მედიის ცნობით, სარი შეიძლება დროებით უმუშევარმა მაურისიო პოჩეტინიომ შეცვალოს. აგრეთვე სახელდება ანდრეა პირლოს კანდიდატურა, რომელიც ახლახან ჩაუდგა "იუვენტუსის" ახალგაზრდულ გუნდს სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
საერთოდ ეს როგორ დანიშნეს?მითუმეტეს მას მერე რაც ჩელსის მეკარემ გაუკეთა.თან სამწლიანი კონტრაქტი,ან ჩელსიმ სად იპოვა,ერთი ჩვეულებრივი ემპოლის,ვერონას და სასულოს დონის სპეციალისტია.ამნაირები იტალიაში ყრია.ვერ ვხვდები ამ დონის გრანდები ასეთ შეცდომებს როგორ უშვებენ,ბარსასი არ იყოს.
Master
19:27 08-08-2020
3
რონალდუზე იმიტომ თქვა რომ რეალმა სწორედ მისი დიდი ძალისხმევით 4-ჯერ მოიგო ჩ.ლ.იუვესაც ატლეტიკოსთან მოაგებინა,აიაქსთან ორივე თამაშში თავით კლასიკური ბურთები გაიტანა,გუშინაც ორი გოლი მაგრამ ასეთი მძიმე,უაზრო გუნდი რაც სარიმ დააყენა იშვიათად მინახავს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული