20.3 მილიონი და უზრუნველყოფილი სიბერე - სარი კომპენსაციას მიიღებს

AutoSharing Option
"იუვენტუსიდან" გათავისუფლების გამო მისი აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი მაურიციო სარი გვარიან კომპენსაციას მიიღებს.

Football Italia-ს ცნობით, სარის 20.3 მილიონი ევრო ეკუთვნის

სარის "იუვენტუსთან" ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული და მისი სეზონური გასამრჯელო 5.5 მილიონს შეადგენდა.

თუ სარიმ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყიტა, მაშინ 11 მილიონ ევროს მიიღებს.

მოკლედ, 61 წლის სარის თავისუფლად შეუძლია დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს.

შეგახსენებთ, ის ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" მარცხის შემდეგ დაითხოვეს სამუშაოდან და კლუბი აქტიურად ეძებს მის შემცვლელს.

"გაძეტა დელო სპორტი" იტყობინება, რომ "იუვეს" პრეზიდენტ ანდრეა
ანიელის მწვრთნელად ზინედინ ზიდანის ან სიმონე ინძაგის დანიშვნა უნდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს სარია თუ სირი, ქერის ორმოში ჩავარდა - მწვრთნელის გარდა ყველაფერი იყო, იუვენტუსში გადასვლით ცხოვრება მოიწყო და ეხლა მშვიდად შეუძლია იტალიურ ბირჟაზე თამაშები გაარჩიოს. უბრალოდ ანიელის ტვინში ჩამახედა - პოჩეტინო თუ უნდოდა, რაღა ამ მაზავშჩიკს ეცა???
: )))))))
21:23 08-08-2020
5

სიახლეები პოპულარული