
"იუვენტუსის" მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნას სიხარულითა და იუმორით გამოეხმაურა ტურინული გუნდის მეკარე ჯიჯი ბუფონი.
"ასე რომ, ახლა მისტერით უნდა მოგმართო!?!?!
წარმატებები ახალ გამოცდაში, ანდრეა!", - წერს ბუფონი "ტვიტერზე".
აღსანიშნავია, რომ პირლო 41 წლისაა, ბუფონი კი - 42-ის. ისინი 2011-2015 წლებში თამაშობდნენ "იუვეში" ერთად.