ბუფონი პირლოს: ახლა მისტერით უნდა მოგმართო?!

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნას სიხარულითა და იუმორით გამოეხმაურა ტურინული გუნდის მეკარე ჯიჯი ბუფონი.

"ასე რომ, ახლა მისტერით უნდა მოგმართო!?!?!

წარმატებები ახალ გამოცდაში, ანდრეა!", - წერს ბუფონი "ტვიტერზე".

აღსანიშნავია, რომ პირლო 41 წლისაა, ბუფონი კი - 42-ის. ისინი 2011-2015 წლებში თამაშობდნენ "იუვეში" ერთად.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ მისტერ?სენიორ ანდრეა!ან კიდევ სენიორ პირლო!პირლოს ხათრით,იქნებ იუვენტუსის გულშემატკივარიც გავხდე!
სოსო
19:21 09-08-2020
1

სიახლეები პოპულარული