პირლო: ამ ფეხბურთელებს პირველ რიგში გავუშვებ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო, გუნდის ფორმირების საკითხს უკვე შეუდგა. ჟურნალისტ ნიკოლა სკირას ცნობით, პირლო რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს და ამის შესახებ, კლუბის ხელმძღვანელობას უკვე მოახსენა. 

კერძოდ იტალიელი სპეციალისტი გონზალო იგუანის, სამი ხედირასა და დუგლას კოსტას მოშორებას აპირებს. ასევე, პირლოს ცენტრალური თავდამსხმელისა და ნახევარმცველის შეძენა სურს. 

შეგახსენებთ, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე პირლო გუშინ, 8 აგვისტოს დანიშნეს. 

alt"იუვენტუსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

altბუფონი პირლოს: ახლა მისტერით უნდა მოგმართო?!