პირლო წმენდას აგრძელებს, გუნდს მატიუიდი ტოვებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი, 33 წლის ბლეზ მატიუიდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს დატოვებს.

როგორც აღმოჩნდა, ტურინელების ახალი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს გეგმებში ის არ შედის. ინფორმაციას ნიკოლა სკირა ავრცელებს.

მატიუიდს უკვე აქვს კონკრეტული შემოთავაზებები ლიგა 1-დან და ამერიკიდან.

ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიელებთან 2021 წლამდეა მოქმედი და ხელფასს 3.5 მილიონს იღებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული