32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი გუნდის გამოცვლას აპირებს, - იტყობინება Le 10 Sport-ი.
"პიპიტას" იუვენტუსში" დარჩენა არ სურს და კლუბსაც მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა უნდა.
ცნობისათვის, იგუაინს "იუვესთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასულ სეზონში კი ყველა ტურნირზე 44 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსი" იგუაინს "ფიორენტინას" ფორვარდ ფედერიკო კიეზას ტრანსფერში ჩართვას გეგმავს.