Daily Mail-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცელი აარონ რემსი გუნდის დატოვებასთან ახლოსაა.
წყაროს ცნობით, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო თავის გეგმებში რემსის ვერ ხედავს. გუშინ, 10 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ გუნდი კიდევ ერთმა ნახევარმცველმა ბლეზ მატიუიდიმ დატოვა.
2019/20 წლების სეზონში რემსიმ "იუვენტუსში" 35 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.
Transfermarkt-ი უელსელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 28 მილიონ ევროდ აფასებს.