"იუვენტუსმა" ნახევარი გუნდი გაუშვა და 16 წლის თავდამსხმელი გაიფორმა

AutoSharing Option
16 წლის თავდამსხმელმა სამუელ მბანგულამ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააფორმა.

ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ნიკოლა სკირა "თვითერის" მეშვეობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფორვარდმა 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 2004 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა "ანდერლეხტი" უკვე დატოვა და ტურინში გაფრინდა.

8 აგვისტოს "იუვენტუსმა" მაურიციო სარი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო ახალ მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლო დანიშნა. პირლომ კი დღის წესრიგში 4 ფეხბურთელის გაშვების საკითხი დააყენა. ერთი, ბლეზ მატიუიდი უკვე წავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული