"იუვემ" რონალდო "ბარსასაც" კი შესთავაზა... - ესპანელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ესპანელმა ჟურნალისტმა ხილემ ბალაგემ BBC-ის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიურ გრანდს პორტუგალიელის გაყიდვა სურს.

"მთავარი მიზეზი, რატომაც კრიშტიანოს პსჟ-ს უკავშირებენ, ის კი არ არის, რომ ფრანგებს სურდათ ეს, არამედ ის, რომ ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს რონალდოსთვის ახალი კლუბის მოძებნისკენ მიუთითეს.

ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი იწერებოდა კრიშტიანოს "რეალში" დაბრუნებაზე, კლუბი კი პასუხობდა: "შანსი არ არის, ის არ დაბრუნდება!" MLS-ის კლუბებზეც კი იყო საუბარი. ეს იმიტომ, რომ "იუვენტუსს" მისი დიდი ხელფასისაგან გათავისუფლება
უნდა.

რონალდო ლამის ყველას შესთავაზეს, "ბარსელონასაც" კი. არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი ხელფასის გათვალისწინებით, იტალიელები პორტუგალიელს ადვილად გაყიდიან. "რეალში" 23 მილიონი ევრო ჰქონდა წლიური ხელფასი, "იუვენტუსში" კი გაუმჯობესებული პირობებით გადავიდა. ამხელა ხელფასს რონალდოს ახლა ვინ გადაუხდის?" - განაცხადა ბალაგემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
კაცმა,შედეგიანობის საკლუბო რეკორდი დაამყარა და მეტი რა ქნას?ფეოლას,"დაცვას მიხედე ხვედელიძე"მახსენდება.იუვენტუსი არასოდეს ყოფილა ასეთი სუსტი,დაცვაში.
სოსო
10:01 14-08-2020
0
არა ძმა გეშლებაა!!! დინამო 0-20 ტირანა, ჰაპოელი 6-1 ბათუმის დინამო,აპოლონი-საბურთალოზე აღარაფერს ვამბობ იმიტომ,რომ სხვაობა იმდენი ნული იქნება მეზარება წერა მაგ რიცხვის.დაიმახსოვრეთ!
კარგით რა
20:41 13-08-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული