"იუვემ" რონალდო "ბარსასაც" კი შესთავაზა... - ესპანელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ესპანელმა ჟურნალისტმა ხილემ ბალაგემ BBC-ის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიურ გრანდს პორტუგალიელის გაყიდვა სურს.

"მთავარი მიზეზი, რატომაც კრიშტიანოს პსჟ-ს უკავშირებენ, ის კი არ არის, რომ ფრანგებს სურდათ ეს, არამედ ის, რომ ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს რონალდოსთვის ახალი კლუბის მოძებნისკენ მიუთითეს.

ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი იწერებოდა კრიშტიანოს "რეალში" დაბრუნებაზე, კლუბი კი პასუხობდა: "შანსი არ არის, ის არ დაბრუნდება!" MLS-ის კლუბებზეც კი იყო საუბარი. ეს იმიტომ, რომ "იუვენტუსს" მისი დიდი ხელფასისაგან გათავისუფლება
უნდა.

რონალდო ლამის ყველას შესთავაზეს, "ბარსელონასაც" კი. არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი ხელფასის გათვალისწინებით, იტალიელები პორტუგალიელს ადვილად გაყიდიან. "რეალში" 23 მილიონი ევრო ჰქონდა წლიური ხელფასი, "იუვენტუსში" კი გაუმჯობესებული პირობებით გადავიდა. ამხელა ხელფასს რონალდოს ახლა ვინ გადაუხდის?" - განაცხადა ბალაგემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
კაცმა,შედეგიანობის საკლუბო რეკორდი დაამყარა და მეტი რა ქნას?ფეოლას,"დაცვას მიხედე ხვედელიძე"მახსენდება.იუვენტუსი არასოდეს ყოფილა ასეთი სუსტი,დაცვაში.
სოსო
14 აგვისტო 2020 10:01
0
არა ძმა გეშლებაა!!! დინამო 0-20 ტირანა, ჰაპოელი 6-1 ბათუმის დინამო,აპოლონი-საბურთალოზე აღარაფერს ვამბობ იმიტომ,რომ სხვაობა იმდენი ნული იქნება მეზარება წერა მაგ რიცხვის.დაიმახსოვრეთ!
კარგით რა
13 აგვისტო 2020 20:41
12
ამ მესისტების შემოგდებულ სისულელეს სწორედ ისეთი ბრიყვები დაიჯერებენ ვინც სიტყვა კლასტერის მნიშვნელობა არ იცის
ვა რა დონეა
13 აგვისტო 2020 18:21
5
დინამო - ტირანა 2:1

ლოკო - კრაიოვა - 1:1 (ძირითადი დრო)

ჰაპოელი - ბათუმი 0:2

აპოლონი-საბურთალო 4:1

დაიმახსოვრეთ!!!

რომანი
13 აგვისტო 2020 18:16
8
ამდენი დისლაიქი რატომ? პოსტის შინაარსია მიუღებელი ხალხისთვის თუ შენ არ ევასებით? ))))
რომანს
13 აგვისტო 2020 18:52
0
Magaze 5 lari dade da binis puls moigeb ese tu gjera:))))
Qomagi
13 აგვისტო 2020 18:25
0
რონალდო სანამ მას არ მოსწყინდება იქამდე ითამაშებს დიდ ფეხბურთს, ას 45 წელი იქნება თუ 60 მხოლოდ მის განწყობაზე იქნება დამოკიდებული!!! ის არის 21 საუკუნის ერთი პირველთაგანი სპორტსმენთა შორის! ჯანმრთელობა და წარმატებები მას! სეზონში 35 თუ37 გოლი გაიტანა, იუვე ჩემპიონი გახდა... მას თუ გაყიდიან, იმ ფულით უკეთესი ვინ უნდა იყიდონ?!
aburjga
13 აგვისტო 2020 17:49
3
კაცმა ჯამრთელობა უსურვა და ესენი დისლაიკს უწერენ. ვაი თქვენს პატრონს. წიგნი წაიკითხეთ თქო ვერ გეტყვით არ არის თქვენი საქმე თოხი და ბარი მაინც აიღეთ თავი რომ ირჩინოთ ცხოვრებაში
las
13 აგვისტო 2020 21:04
0
ე ბიჭო ფიფიას უთხარით
გადასარევი გიორგი
13 აგვისტო 2020 15:30
0
დრონი მეფობენ. რონი კიდე ხშირად გაგვახარებს.
100%
13 აგვისტო 2020 15:21
0
ამაშიას კლასტერებმმა წაიყვანონ თავიანთი როლანდო.
?
13 აგვისტო 2020 15:20
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული