"იუვემ" რონალდო "ბარსასაც" კი შესთავაზა... - ესპანელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ესპანელმა ჟურნალისტმა ხილემ ბალაგემ BBC-ის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიურ გრანდს პორტუგალიელის გაყიდვა სურს.

"მთავარი მიზეზი, რატომაც კრიშტიანოს პსჟ-ს უკავშირებენ, ის კი არ არის, რომ ფრანგებს სურდათ ეს, არამედ ის, რომ ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს რონალდოსთვის ახალი კლუბის მოძებნისკენ მიუთითეს.

ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი იწერებოდა კრიშტიანოს "რეალში" დაბრუნებაზე, კლუბი კი პასუხობდა: "შანსი არ არის, ის არ დაბრუნდება!" MLS-ის კლუბებზეც კი იყო საუბარი. ეს იმიტომ, რომ "იუვენტუსს" მისი დიდი ხელფასისაგან გათავისუფლება
უნდა.

რონალდო ლამის ყველას შესთავაზეს, "ბარსელონასაც" კი. არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი ხელფასის გათვალისწინებით, იტალიელები პორტუგალიელს ადვილად გაყიდიან. "რეალში" 23 მილიონი ევრო ჰქონდა წლიური ხელფასი, "იუვენტუსში" კი გაუმჯობესებული პირობებით გადავიდა. ამხელა ხელფასს რონალდოს ახლა ვინ გადაუხდის?" - განაცხადა ბალაგემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
დრონი მეფობენ. რონი კიდე ხშირად გაგვახარებს.
100%
15:21 13-08-2020
0
რონალდო სანამ მას არ მოსწყინდება იქამდე ითამაშებს დიდ ფეხბურთს, ას 45 წელი იქნება თუ 60 მხოლოდ მის განწყობაზე იქნება დამოკიდებული!!! ის არის 21 საუკუნის ერთი პირველთაგანი სპორტსმენთა შორის! ჯანმრთელობა და წარმატებები მას! სეზონში 35 თუ37 გოლი გაიტანა, იუვე ჩემპიონი გახდა... მას თუ გაყიდიან, იმ ფულით უკეთესი ვინ უნდა იყიდონ?!
aburjga
17:49 13-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული