საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქის მცველი "ტორინოში" გადავიდა

AutoSharing Option
"ტორინომ" "სტანდარდისგან" კოსოვოს ნაკრების 25 წლის მცველი მეგრიმ ვოივოდა 5.5 მილიონ ევროდ შეიძინა, - იტყობინება იტალიური კლუბი თავისი საიტით.

"ტორინომ" ვოივოდას პრეზენტაცია მოუწყო და კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

ცოტა ხნის წინ მისი "ატალანტაში" გადასვლა გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბოლო მომენტში ბერგამოულმა კლუბმა გადაიფიქრა.

ვოივოდა ადრე გრეთვე "სენტ-ტრუიდენში", "კარლ ცეისსა" და "მუსკრონში" თამაშობდა.

ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში კოსოვოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება და თუ გაიმარჯვა, საქართველოსა და ბელარუსს შორის საუკეთესოს ფინალში დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნახევრად აღიარებული ქვეყნის ფეხბურთელები ტოპ ლიგებში თამაშობენ ჩვენებისგან განსხვავებით.
აბგდ
01:57 28-08-2020
0
ზატო კვერკველია როტორშია :)
გიო
00:04 28-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული