მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი ალეკსეი მირანჩუკი კარიერას "ატალანტაში" გააგრძელებს.
"ლოკოს" საიტმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მირანჩუკი ბერგამოულ გუნდში მედშემოწმების გავლის შემდეგ ჩაირიცხება და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი მას 14 მილიონ ევროდ შეიძენდა.
მირანჩუკმა "ლოკომოტივში" 228 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა გააკეთა.