
თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომავალ სეზონშიც "მილანში" ითამაშებს, - იტყობინება "როსონერის" საიტი.
38 წლის შვედმა "მილანთან" ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
ის "მილანში" იანვარში გადავიდა, გასულ სეზონში კი სერია A-ს 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ზლატანი უკვე შეუდგა გუნდთან ერთად ვარჯიშს.