"ინტერი" "ლეგენდარულმა" მეკარემ დატოვა - გუნდში 6 წელი იყო, 1 მატჩიც არ ჩაუტარებია და 2 წითელი ბარათი მიიღო

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" 36 წლის იტალიელმა გოლკიპერმა ტომასო ბერნიმ დატოვა, რომელსაც მილანელთა რიგებში გატარებულ 6 სეზონში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია; სამაგიეროდ, გულშემატკივარს თავი ორი წითელი ბარათით დაამახსოვრა.

სამირ ჰანდანოვიჩის ბრწყინვალე თამაში "ინტერის" მეკარეებიდან თავის გამოჩენის შანსს არავის უტოვებს. სწორედ ჰანდანოვიჩი იყო მთავარი ფაქტორი იმისა, რომ ბერნის "ინტერის" კარი 6 წლის განმავლობაში არასდროს დაუცავს და გუნდში მესამე კიპერის სტატუსი ჰქონდა.

"ეს ისეთი მიღწევაა, რომელსაც ძალიან ცოტა ფეხბურთელი თუ გაიმეორებს", - ჯანლუკა დი მარციოსთვის მიცემულ ინტერვიუში ხუმრობით განაცხადა ტომასომ.

"როდესაც შენ თამაშობ, მთელი მატჩის
განმავლობაში მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყო, ხოლო როცა შეხვედრას გვერდიდან ადევნებ თვალს, ადრენალინისა და ემოციების მოთოკვა რთული ხდება", - სწორედ ასე ახსნა ბერნიმ სათადარიგოთა სკამზე მიღებული ორი წითელი ბარათი.

"ბავშვობის ოცნება ავიხდინე და გუნდში სუპერვარსკვლავებთან ერთად ვიყავი. 2014 წელს აგენტს ჩემთვის გუნდი მოეძებნა ვთხოვე. მან "ინტერის" ვარიანტი შემომთავაზა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ხუმრობდა და ვუპასუხე, გუნდი სერია B-ში ეპოვა".

37 წლის კარის დარაჯი კარიერის დამთავრებას ჯერ არ აპირებს და აღნიშნავს, რომ ახლა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე 20 წლის ასაკში იყო.

sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altუფასოდ წამოვიყვანე და იმავე კლუბს 100 მლნ-ად მივყიდე - "ინტერის" გენდირექტორმა კარიერის საქმე დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეტყობა ამის დროს თითო წითელი ბარათი 3 წლიანი დისკვალიფიკაცია იყო :)
x x x
20:45 07-09-2020
0
მეოთხე ან მეხუთე მეკარე არ ჭირდებათ ნეტა? გამოცდილება მაქვს, სასტუმროში ვმუშაობდი მეკარედ 7 წელი:-)))
შვეიცარი
15:44 07-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული