114 წლის წინ დაარსებული "სპეცია" პირველად გადავიდა სერია A-ში და კლუბის სპონსორმა გუნდისთვის სხვადასხვა ფერის მაისურები დაამზადა.
მაისურებზე თეფში, დანა, ჩანგალი და წიწაკაა გამოსახული - ეს კლუბის გენერალური სპონსორის, სწრაფი კვების ობიექტების მფლობელი კომპანია TEN-ის ლოგოა. TEN-ს ობიექტები მილანსა და იტალიის სხვა ქალაქებში აქვს გახსნილი.
საინტრესოა, იქნება თუ არა დებიუტანტი წიწაკასავით მწარე მეტოქეებისათვის.