Football Italia-ს ინფორმაციით, სერია B-ს არბიტრი დანიელე დე სანტისი მეგობარ გოგონასთან ერთად მოკლული იპოვეს.
პოლიციამ ახალგაზრდების ცხედარი მსაჯის სახლში, ლეჩეში აღმოაჩინა. როგორც წყარო იტყობინება, მკვლელობა გუშინ, 21 სექტემბრის ღამით მოხდა.
33 წლის არბიტრი და 30 წლის შეყვარებული ელეონორა მანტა დანით იყვნენ დახოცილები. გამოცემა წერს, რომ სახლიდან ხმები გამოდიოდა, მოგვიანებით კი მოწმეებმა დაინახეს მამაკაცი, რომელსაც ხელში დანა ჰქონდა და გარბოდა.
იტალიურ პრესაში ალტერნატიულ ვერსიასაც გვთავაზობენ: წყვილს ჩხუბი მოუვიდა და სასიკვდილო ჭრილობები ერთმანეთს თავად მიაყენესო... თუმცა ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და დადგენილი არაფერია.