იტალიელი მსაჯი შეყვარებულთან ერთად მოკლული იპოვეს

AutoSharing Option
Football Italia-ს ინფორმაციით, სერია B-ს არბიტრი დანიელე დე სანტისი მეგობარ გოგონასთან ერთად მოკლული იპოვეს.

პოლიციამ ახალგაზრდების ცხედარი მსაჯის სახლში, ლეჩეში აღმოაჩინა. როგორც წყარო იტყობინება, მკვლელობა გუშინ, 21 სექტემბრის ღამით მოხდა.

33 წლის არბიტრი და 30 წლის შეყვარებული ელეონორა მანტა დანით იყვნენ დახოცილები. გამოცემა წერს, რომ სახლიდან ხმები გამოდიოდა, მოგვიანებით კი მოწმეებმა დაინახეს მამაკაცი, რომელსაც ხელში დანა ჰქონდა და გარბოდა.

იტალიურ პრესაში ალტერნატიულ ვერსიასაც გვთავაზობენ: წყვილს ჩხუბი მოუვიდა და სასიკვდილო ჭრილობები ერთმანეთს თავად მიაყენესო... თუმცა ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და დადგენილი არაფერია.

alt

იამაიკის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი მობილურის გამო მოკლეს

altერევანში "არარატის" 23 წლის მეკარე მოკლეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიკა გვარამიამ არ იცის ალბათ თორემ თავის ვერსიას გააჟღერებდა.
ზიზუ
16:33 22-09-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული