კაცნაკლულ "იუვეს" რონალდომ ქულა მოუპოვა და ტოპ 5 ლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურში რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა "იუვენტუსმა" სტუმრად ფრეს მიაღწია "რომასთან" - 2:2.

მასპინძელთა გუნდში დუბლი ვერეტუმ შეასრულა, ხოლო სტუმრებისაში - რონალდომ. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 62-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა რაბიოს და "ბებერი ქალბატონი" კაცნაკლული დარჩა.

მომავალ ტურში "იუვე" "ნაპოლის" უმასპინძლებს, "რომა" კი გასვლაზე "უდინეზეს" დაუპირისპირდება.

რონალდომ ევროპის ტოპ 5 ლიგის ჩემპიონატებში 450 გოლი გაიტანა და რეკორდსმენი გახდა.

რომა - იუვენტუსი 2:2
გოლები: ვერეტუ (31, პენ), 1:1 რონალდო (44, პენ), ვერეტუ (45), 2:2 რონალდო (70)
გაძევება: რაბიო (62)

მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია, რაღა უნდა გააკეთოს მეტი!!ბრავო რონალდუ, ბრავო!!!
sabo
08:23 28-09-2020
1
ნუ, ძალიან დიდია! ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მაქვს ვუყურო
Levan
11:03 28-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული