რონალდო ბისექსუალია - ამტკიცებს VIP-გაცნობების სააგენტოს მფლობელი

AutoSharing Option
VIP-გაცნობების სააგენტოს მფლობელმა პიოტრ ლისტერმანმა "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოსა და რუსი მოდელის, ირინა შეიკის ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ირინა შეიკი და რონალდო ერთმანეთს მე გავაცანი? დიახ, ეს ჩემი სამსახურია. მას ეს სჭირდებოდა. ბიჭები უყვარდა. ეს იყო ურთიერთობა, რასაც უწოდებენ, სილამაზისათვის. ირინას ეს პოპულარობისათვის სჭირდებოდა, კრიშტიანოს კი იმისათვის, რათა იმედგაცრუებული არ დაეტოვებინა თავისი ფანები და მათთვის ეჩვენებინა, რომ ქალები უყვარს.

შესაძლოა, შემთხვევით მათ რაღაც ჰქონდათ, თუმცა, ძირითადად, თამაშობდნენ. ამისათვის ნორმალური სტიპენდია მომცეს", - განაცხადა ლისტერმანმა "იუთუბის" არხზე, დმიტრი გორდონის გადაცემაში.

რონალდოსა და შეიკს ურთიერთობა
2010-15 წლებში ჰქონდათ. ამჟამად რონალდო ჯორჯინა როდრიგესთან ცხოვრობს, საერთო შვილი ჰყავთ და დაქორწინებას აპირებენ.