სერია A-მ "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"სერია A ადასტურებს, რომ იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის 4 ოქტომბერს გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის გამო ნეაპოლის ხელისუფლებამ გუნდს ტურინში გაფრენა აუკრძალა. "იუვე" ირწმუნება, რომ თამაშისთვის მზადაა. ჯერ "ნაპოლის" ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის გამო ნეაპოლის ხელისუფლებამ გუნდს ტურინში გაფრენა აუკრძალა. "იუვე" ირწმუნება, რომ თამაშისთვის მზადაა. ჯერ "ნაპოლის" ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.