სარიმ შეიძლება "ფიორენტინა" ჩაიბაროს

AutoSharing Option
"იუვენტუსიდან" დათხოვნილი და დროებით უმუშევარი მაურიციო სარი შესაძლოა, "ფიორენტინას" მწვრთნელად დანიშნონ, - იტყობინება Tuttomercatoweb-ი.

სარის ოჯახი მჭიდროდაა ფლორენციულ კლუბთან დაკავშირებული და თუ მწვრთნელის პოსტიდან ჯუზეპე იაკინი გადააყენეს, ის ნომერ პირველი კანდიდატი გახდება. ამას გარდა, არაა გამორიცხული, სარის "რომა" ჩააბარონ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტის გაწყვეტისთვის "იუვენტუსი" იძულებულია მას 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული