"იუვენტუსმა" აუტსაიდერს ვერ მოუგო - კიეზა სადებიუტო მატჩში გააძევეს

AutoSharing Option
სერია A-ს მეოთხე ტურში "კროტონე" და "იუვენტუსი" დაზავდნენ - 1:1.

"იუვენტუსს" რონალდო ვერ დაეხმარა და მის გუნდს აუტსაიდერთან თამაში გაუჭირდა. მე-12 წუთზე მასპინძლები სიმეონ ნვანკვომ პენალტით დააწინაურა, 9 წუთის შემდეგ კი ალვარო მორატამ საპასუხო გოლი გაიტანა. მას საგოლე გადაცემა დებიუტანტმა ფედერიკო კიეზამ გაუკეთა, რომელიც მე-60 წუთზე გააძევეს.

"იუვენტუსი" 8 ქულით მე-4 ადგილზეა და 25 ოქტომბერს "ვერონას" უმასპინძლებს.