იბრას დუბლი "მილანს" "რომას" დასამარცხებლად არ ეყო

AutoSharing Option
სერია A-ს მეხუთე ტურში "მილანი" და "რომა" დაზავდნენ - 3:3.

მასპინძლებს დონარუმა და ჰაუგე ვერ დაეხმარნენ, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სტუმრების ლაზარეთში კი სმოლინგი, პასტორე, ძანიოლო და დიავარა იმყოფებიან.

"მილანის" 39 წლის თავდამსხმელმა იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 3 მატჩში 6 გოლია.

"როსონერი" სამჯერ დაწინაურდა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო და ამ სეზონში პირველად დაკარგა ქულები.

"მილანი" 13 ქულით ლიდერია და 1-ელ ნოემბერს სტუმრად "უდინეზეს" დაუპირისპირდება, 8 ქულით მე-9 პოზიციაზე მყოფი "რომა" კი იმავე დღეს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

მილანი. "სან სირო"
მილანი - რომა 3:3
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (2), 1:1 ჯეკო (14), 2:1 სალემაკერსი (47), 2:2 ვერეტუ (71, პენ), 3:2 იბრაჰიმოვიჩი (79), 3:3 კუმბულა (84)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ოოო მილანი აღარ ხუმრობს, მიუხედავათ იმისა, რომ ვერ მოიგო.
0
მესის ამის ასაკში პამპერსით დასჭირდება სიარული
barsa
10:12 27-10-2020
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული