"რომას" ხელმძღვანელობა ამ კლუბის ნამდვილ ლეგენდას, ფრანჩესკო ტოტის შეხვდა და მას კლუბის ოფიციალური წარმომადგენლის პოსტი შესთავაზა. შეხვედრაზე, რომელსაც "ჯალოროსის" მფლობელები, ძმები დენი და რაიან ფრიდკინები, ასევე, დირექტორი გვიდო ფიენგა ესწრებოდნენ, სხვა საკითხებზეც იყო მსჯელობა.
პუპონემ შეთავაზება თავაზიანად უარყო და არ დამალა, რომ მას უნდა არა წარმომადგენლობითი, არამედ ისეთი თანამდებობა, რომელიც პასუხისმგებლობასაც აკისრებს, მაგალითად, ტექნიკური დირექტორობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციებს გააგრძელებენ.