ფანტასტიკა სამუდამოდ დარჩება ბიანკონერის ფოლკლორში - ალესანდრო დელ პიერო

AutoSharing Option
"იუვენტუსს" სავსეა ლეგენდებით. მოთამაშეები მოდიოდნენ და მიდიონდნენ ან მთელი კარიერის განმავლობაში "ბებერი ქალბატონის" რიგებში რჩებოდნენ. როგორც აღვნიშნე, "იუვეს" დიდების დარბაზი გავსებულია ლეგენდებით, რომლებსაც მათი ფორმა მოურგია. 

ამდენი გამორჩეული მოთამაშიდან თითქოს ძნელი უნდა იყოს ამოირჩიო ერთი და მიანიჭო ტიტული, როგორიცაა: "იუვენტუსის სახე", მაგრამ ეს ასე არ არის. ლეგენდებს შორის გამოირჩევა ერთი მოთამაშე, რომელსაც ტურინელები "იუვენტუსის ბატონის" სახელით იცნობენ, რა თქმა უნდა, ალესანდრო დელ პიეროზეა საუბარი. 

ჯიჯი ბუფონი მთელი კარიერის განმავლობაში "შავ-თეთრების" კარს იცავს, მაგრამ დელ პიეროს სახელი გადაწონის მას. 

გემოვნებაზე არ
დაობენო ნათქვამია, ზოგისთვის ჯიჯია ყველაზე დიდი, ზოგისთვისაც მიშელ პლატინი და ასე შემდეგ, მაგრამ ალესანდრო სრულიად გამორჩეულია მათგან. 

Sportall.Ge




19 სეზონი "ბიანკონერის" რიგებში და არც ერთი მატჩი ლამაზი ლამაზი მომენტის გარეშე. გასაოცარია მოგონებები, რომელიც დელ პიეროსგან დარჩა.

პირველი პროფესიული კონტრაქტი 1991 წელს, "პადოვასთან" გააფორმა, სულ რაღაც 2 სეზონის შემდეგ კი ტურინში გადაბარგდა, საიდანაც იწყებს იტალიელი სიმაღლეების დაპყრობას.

დებიუტიდან ყველაფერი შეიცვალა და გულშემატკივარმა გამოარჩია მოთამაშე, რომელიც დიდების დარბაზში ადგილს ნამდვილად დაიმკვიდრებდა. 

მისი თამაშიდან ყველა ხედავდა, თუ რაოდენ უყვარდა მას ეს თამაში. ის ფაქტობრივად შეპყრობილი იყო ამით და სწორედ ეს ეხმარებოდა მას საუკეთესოობაში.

გულშემატკივრები ღიად გამოთქვავდნენ აზრს, რომ ახალი ფორვარდი შეძლებდა და გაიტანდა ათეულობით გოლს!

Sportall.Ge





ყველაფერი მეორე წელს დაიწყო, როდესაც სერია A-ში 8 გოლის გატანა მოახერხა და ბაჯოსთან, ვიალისთან და რავანელისთან ერთად შეძლო და მოიგო სკუდეტო (იტალიის ჩემპიონატი). 

მიუხედავად დასაწყისში დამხმარე როლისა, დელპო თავს შესანიშნავად ართმევდა. ურტყავდა შესანიშნავად საჯარიმო დარტყმებს და რაც მთავარია, ვითარდებოდა. 

1995/1996 წლებში, რობერტო ბაჯომ ტურინი დატოვა და 10 ნომრიანი მაისურიც განთავისუფლდა. ეჭვი არავის შეჰპარვია თუ ვინ უნდა გამხდარიყო ახალი 10-იანი. ეს, რა თქმა უნდა, ალესანდრო გახლდათ. ამ სეზონში "ბებერმა ქალბატონმა" შეძლო და ლიგის თასი "აწია".

Sportall.Ge

19 სეზონი, 705 მატჩი და 290 გოლი




ის რჩებოდა კლუბში მაშინაც, როდესაც გუნდს უჭირდა.  მაგალითად, სერია B-ში გადაყვა გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო გადასულიყო სხვა ნებისმიერ დიდ გუნდში, მაგრამ არა, ლეგენდები ტურინელებს არასდროს აქცევენ ზურგს. 

მან ჩადო გული და სული "ბებერო ქალბატონისთვის", გაიტანა უამრავი გული, გაახარა გულშემატკივარი და მიანიჭა ის ემოციები, რითაც საკუთარი სახელი უკვდავყო. 

19 სეზონი და ლეგენდარული მომენტები, დაუვიწყარი ემოციებითა და თვალცრემლიანი გაცილებით. 

alt1998 წელს მან სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, თუმცა იმედგაცრუებად იქცა

altუმაღლეს დონეზე მხოლოდ 5 წელი ითამაშა, თუმცა მსოფლიოს დაპყრობა მოასწრო!




მკითხველის კომენტარები / 15 /
სამწუხაროდ ეგ თაობაზე მიუხედავად წარმატებისა მაინც ვერ იქცა იტალიის ლეგენდად, რაც ერთ სანაკრებო ტურნირზე არ უჩვენებიათ ის კლასი რასაც საკლუბოზე აჩვენებდნენ და სამწუხაროდ მხოლოდ საკლუბო ლეგენდებად დარჩნენ
ზიზ
21:30 16-01-2021
4
ბუფონი არ იცავს *მთელი ცხოვრება* იუვენტუსის კარებს ! იგი პარმადან მივიდა იუვეში ! ასე რომ ისწავლეთ სიმართლის წერა!
კახაბერი
19:02 16-01-2021
1

სიახლეები პოპულარული