იბრას დუბლი, ტრავმა და "მილანის" დაბრუნებული ლიდერობა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში "მილანმა" გასვლაზე 3:1 დაამარცხა "ნაპოლი".

სტუმრები დუბლით იბრაჰიმოვიჩმა დააწინაურა. შემდეგ მერტენსმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. 78-ე წუთზე ზლატანმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და კოლომბომ შეცვალა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ჰაუგემ 90+5-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"როსონერი" ჩემპიონატზე უკანასკნელ 20 მატჩში დაუმარცხებელია (15 მოგება და 5 ფრე), იბრაჰიმოვიჩმა კი 6 შეხვედრაში 10 გოლი (2 პენალტით) გაიტანა და ბომბარდირია.

"მილანმა" ლიდერობა დაიბრუნა და 29 ნოემბერს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული