ჩინებულად ასპარეზობს ამ სეზონში "მილანი", სერია A-ში 20 მატჩში დაუმარცხებელია (15 მოგება და 5 ფრე) და ლიდერია, თუმცა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
გუნდის ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ნაპოლისთან" დუბლის შესრულების შემდეგ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. Sky Sport Italia-ს მტკიცებით, მას მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული და დაახლოებით ერთი თვე ლაზარეთში ყოფნა მოუწევს.
იბრას ჩემპიონატის 5 და ევროპა ლიგის 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს.