ნეაპოლის ხელისუფლებამ ოფიციალურად იუწყა, რომ ქალაქის მუნიციპალურ სტადიონს "სან პაოლოს", სადაც "ნაპოლი" საშინაო მატჩებს ატარებს, სახელი შეეცვალა და ამიერიდან "დიეგო მარადონა" ეწოდება. ამ გადაწყვეტილებას დღეს ნეაპოლის ქალაქის საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა მოაწერა ხელი.
"სან პაოლო" 1959 წელს ააშენეს და ამჟამად 60 240 მაყურებელს იტევს. მარადონა "ნაპოლიში" 1984-1991 წლებში თამაშობდა.