30 წლის თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ "მონცაში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.
"მოცემული შესაძლებლობისათვის პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის მადლიერი ვარ. "მონცას" სერია A-ში გადასაყვანად ყველაფერს გავაკეთებ", - ციტირებს ბალოტელის "გაძეტა დელო სპორტი".
ბალოტელიმ გასულ სეზონში "ბრეშიაში" იტალიის ჩემპიონატის 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ამჟამად კი უგუნდოდაა.
გალიანიმ დაადასტურა, რომ ბალოტელი "მონცაში" გადავა, მისი კიდევ სჯერა და ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ საკომისიო თანხის აღებაზე უარი თქვა.
"მონცა" სერია B-ში წელს გადავიდა და 10 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-8 ადგილზეა, თან 1 მატჩით ნაკლები
აქვს ჩატარებული.