30 წლის სკანდალური თავდამსხმელი მარიო ბალოტელი სერია B-ს "მონცაში" გადავიდა, რომლის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი, ვიცე-პრეზიდენტი კი ადრიანო გალიანია.
ბალოტელიმ "ბრეშია" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, "მონცამ" უფასოდ ჩაიგდო ხელში და კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.
ბალოტელის სატრანსფერო ფასი 3 მილიონი ევროა.