"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "პარმასთან" ვერმოგებული მატჩის შემდეგ აღიარა, რომ გუნდს ზლატან იბრაჰიმოვიჩი აკლია, რომელსაც ტრავმა აწუხებს.
"დიახ, იბრას გარეშე ჩვენ სხვა თამაშს ვთამაშობთ. ზლატანთან ერთად უფრო სახიფათოები ვართ, მაგრამ ახლა ჩვენ მეტი სისწრაფითა და მობილობით გვიწევდა შეტევა" - განაცხადა პიოლიმ.
Football Italia-ს თქმით, შვედი ოთხშაბათს, "ჯენოას" წინააღმდეგ თამაშისთვის მზად იქნება.
ბოლოს იბრაჰიმოვიჩმა 22 ნოემბერს, "ნაპოლის" წინააღმდეგ (3:1) გამართულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, ამ სეზონში, სერია A-ს ეგიდით, იბრამ 6 შეხვედრაში 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მომზადებულია
sports-ის მიხედვით