"როსონერი" ისტორიის წერას განაგრძობს! 23 მატჩიანი წაუგებელი სერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 13 დეკემბერს, "მილანმა" "პარმას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

"როსონერისთვის" ყველაფერი ცუდად დაიწყო, როდესაც მატჩის დებიუტშივე მატეო გაბიამ ტრავმა მიიღო.

"მილანმა" 2-ბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და მნიშვნელოვანი 1 ქულა მოიპოვა.

"მილანი" - "პარმა"

გოლები: 0:1 ჰერნანი (13), 0:2 კურტიჩი (56), 1:2 ტეო ერნანდესი (58), 2:2 ტეო ერნანდესი (90+1).

"როსონერიმ", გასული სეზონის გათვალისწინებით, დაუმარცხებელი სერია 23-მდე გაზარდა (17 მოგება და 6 ფრე).

იტალიური კლუბი ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბია. მასთან ერთად ამ სტატუსს "ატლეტიკო" ატარებდა, მაგრამ შაბათს "რეალთან" შეხვედრა
დათმეს.

ბოლოს "მილანმა" "ჯენოასთან", 8 მარტს წააგო, ანგარიშით 1:2.

ამჟამად, "როსონერი" პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "ინტერს" 3 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იუვენტუსმა როდის წააგო?
მამუკა
17:45 15-12-2020
0
:) საინტერესოა, რომელი ისტორიის წერას? რომელიც უკვე დაწერილი აქვს 58-მატჩიანი წაუგებელი სერია 1992/1993 წლების სეზონში და რომელთანაც ახლოს ვერავინ მიდის? თუ ისტორიის გადაწერას აპირებს, აი, მაგას კი მივესალმები.
პ.ს. ისე კი გირჩევ, ზოგადად მაინც გადახედე გუნდების ისტორიას და ფეხბურთი ბარსელონა, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, პარი სენ ჟერმენი და ამათნაირი ყარტა-ყურტა გუნდები არ არის :)
ისტორია
16:53 14-12-2020
1

სიახლეები პოპულარული