აშკარა და დაუჯერებელი: "იუვენტუსი"-"ფიორენტინა" 0:3 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-13 ტურში "იუვენტუსი" სახლში 0:3 დამარცხდა მეთხუთმეტე ადგილზე მყოფ "ფიორენტინასთან".

მატჩი მასპინძელთათვის საშინლად დაიწყო - უკვე მე-3 წუთზე ვლაჰოვიჩმა სტუმრები წინ გაიყვანა, მე-18 წუთზე კი მსაჯმა უხეშობისთვის ტურინელთა ნახევარმცველი კუადრადო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. 76-ე წუთზე ალექს სანდრომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 81-ეზე კასერესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე "ფიორეს" ტურინში ზედიზედ 9 მატჩი ჰქონდა წაგებული და ყველა გააოცა.

ეს 2019 წლის 30 იანვრის შემდეგ "იუვეს" ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა
- მაშინ "ატალანტამ" იტალიის თასზე 3:0 მოუგო.

"იუვენტუსი" 24 ქულით მეოთხე ადგილზეა და 3 იანვარს "უდინეზეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტოტო ბაბაია ტოტო!
მალხაზ ჯობავა
12:44 23-12-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული