სერია A-ს მე-14 ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე თავისი ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე "ლაციო" 3:2 დაამარცხა.
მატჩი მართლაც დრამატული გამოდგა. თავიდან მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, 90+3-ე წუთზე კი თეო ერნანდესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
"მილანმა" ლიდერობა დაიბრუნა და ზამთრის ჩემპიონი გახდა. "როსონერი" შემდეგ შეხვედრას 3 იანვარს, გასვლაზე "ბენევენტოსთან" ჩაატარებს.
მილანი. "სან სირო"
მილანი - ლაციო 3:2
გოლები: 1:0 რებიჩი (10), 2:0 ჩალჰანოღლუ (17, პენ), 2:1 ლუის ალბერტო (27), 2:2 იმობილე (59), 3:2 ერნანდესი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: იმობილე (27)
სხვა მატჩები:
ვერონა - ინტერი 1:2
ბოლონია - ატალანტა 2:2
ნაპოლი - ტორინო 1:1
რომა - კალიარი 3:2
სამპდორია - სასუოლო 2:3
სპეცია - ჯენოა 1:2
უდინეზე - ბენევენტო 0:2