დე ლაურენტისმა პირლოს იდიოტი არ უწოდა, თუმცა უწოდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქედმაღალი და ენამწარე კაცია. ამჯერად მან "იუვენტუსის" მწვრთნელს, ანდრეა პირლოს შეუტია, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც "ნაპოლის" ტურინში ჩაუსვლელობის გამო სერია A-ს მე-3 ტურის მატჩის ჩაშლისათვის ჩათვლილი ტექნიკური წაგება (0:3) გააუქმა, უსამართლო უწოდა.

დე ლაურენტისმა თქვა, რომ პირლო იურისტი არაა, სასამართლოს გადაწყვეტილების განსჯა მის კომპენტენციაში არ შედის და სჯობს ეს, თუ ამის სურვილი აქვთ, "იუვეს" ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააკეთონ.

"მესმის, პირლომ თავისი კლუბი დაიცვა და ეს ბუნებრივია, მაგრამ ამის გამო მე მას Pirla-ს (იტალიურიდან დაახ. შტერი,
უცოდინარი, იდიოტი) არ დავუძახებ, ეს არასწორი იქნებოდა", - ციტირებს დე ლაურენტისს Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაფერი განსაკუთრებული,სიტყვებით გაითამაშა.ხუმრობაა.
სოსო
14:35 26-12-2020
0

სიახლეები პოპულარული