"მილანს" რიკი პუჩი მოუნდა

AutoSharing Option
სერია A-ს ლიდერი "მილანი" "ბარსელონას" 21 წლის ნახევარმცველ რიკი პუჩის სამსახურით დაინტერესდა, - იტყობინება Sky Sport-ი.

"როსონერის" პუჩის იჯარით აყვანა ნაახალწლევს უნდა და მის შესახებ "ბარსას" უკვე დაუკავშირდა. კატალონიური კლუბის მწვრთნელ როლანდ კუმანს იმ ფეხბურთელების გაშვება სურს, რომლებსაც თამაში არ უწევთ და პუჩმაც გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა.

"ბარსელონა", პუჩის გარდა, კარლეს ალენიას, ჟუნიორ ფირპოსა და სამუელ უმტიტის განათხოვრებას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული