"ჯენოას" 19 წლის ნახევარმცველი ნიკოლო როველა "იუვენტუსთან" ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოსაა, - იტყობინება Goal.com-ი.
"იუვე" როველას პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა, მალე გაუფორმებს კიდეც, რის შემდეგაც "ჯენოაში" იჯარის წესით დააბრუნებს.
ამის შესახებ ტურინული კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გამოაცხადებს.
როველამ ამ სეზონში სერია A-ს 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 ყვითელი ბარათი მიიღო.