"მილანმა" მოიგო - იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-17 ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ტორინო".

ანგარიში 25-ე წუთზე რაფაელ ლეაომ გახსნა, ხოლო 36-ე წუთზე სირიგუს კარი პენალტით კესიემ დალაშქრა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმა მოირჩინა და დაბრუნდა 39 წლის თავდამსმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ის 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"მილანი" 40 ქულით ლიდერია და 18 იანვარს სტუმრად "კალიარის" შეხვდება.

"მილანმა" ჩემპიონატის ზედიზედ 37 მატჩში გაიტანა და "იუვენტუსის" რეკორდამდე 7 მატჩი აკლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია, რომ იუვესთან წაგებამ გუნდზე ფსიქოლოგიურად არ იმოქმედა, ზლატანის დაბრუნება სათამაშო თვალსაზრისზე უფრო ფსიქოლოგიურადაა კარგი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული