გატუზო: "ნაპოლის" უნდა ბრედ პიტივით ლამაზი იყოს, მაგრამ ხანდახან ჩემსავით გონჯიც უნდა იყოს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-17 ტურში" "ნაპოლიმ" სტუმრად "უდინეზე" 2:1 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი ნახევარმცველმა ტემუე ბაკაიოკომ 90-ე წუთზე გაიტანა, ნამატჩევს კი კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა.

"გუნდი ცოცხალია და ბრძოლობს. დიდი მიზნები გვაქვს და უკეთ უნდა ვითამაშოთ. ოთხშაბათს "სპეციასთან" დავმარცხდით, დღევანდელმა გამარჯვებამ კი გამახარა.

როდესაც რაღაც არ გამოსდით, ჩემს ფეხბურთელებზე არ ვბრაზდები. არ მომწონს, როდესაც საფრთხეს ვერ ვგრძნობთ. გაშვებული გოლების შემდეგ ჩვენი მცველები ერთმანეთს ეკინკლავებიან. ისე უნდა ვიმუშავოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა.

ლამაზი ფეხბურთის თამაში გვსურს, თუმცა ხანდახან მახინჯურიც საჭიროა. ყოველთვის
ბრედ პიტივით ქერა და ცისფერთვალება ვერ იქნები, ჩემსავით გონჯიც უნდა იყვე ხოლმე", - ციტირებს გატუზოს Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გატუზომ "ბრძოლობსო" ? :)))
0
ანუ გატუზომ იყვე ხოლმეო ? ))
ლშა
10:24 11-01-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული