რონალდომ გოლებში მსოფლიოს რეკორდი გაიმეორა - "იუვემ" კაცნაკლული "სასუოლო" ბოლოსკენ გატეხა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-17 ტურში "იუვენტუსმა" ტურინში 3:1 დაამარცხა "სასუოლო".

მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენებამდე ტრავმები მიიღეს მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელებმა უესტონ მაკენიმ და პაულო დიბალამ და შეცვალეს. 45+1-ე წუთზე ფედერიკო კიეზასთან უხეშობისათვის მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა "სასუოლოს" ნახევარმცველი პედრო ობიანგი.

50-ე წუთზე "იუვე" დანილომ დააწინაურა. სტუმრები არ დანებდნენ და 58-ე წუთზე გრეგორე დეფრელმა ანგარიში გაათანაბრა ("იუვემ" ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩში გაუშვა გოლი). თუმცა შეხვედრის დასასრულს ანდრეა პირლოს შეგირდებმა მოახერხეს რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი მეტოქის გატეხვა: შეცვლაზე შესულმა აარონ რამზიმ
82-ე წუთზე დალაშქრა ანდრეა კონსილის კარი, ხოლო 90+2-ე წუთზე რონალდომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"იუვენტუსმა" მიჯრით მესამე გამარჯვება იზეიმა, 33 ქულით მე-4 ადგილზეა და 17 იანვარს მილანში "ინტერს" დაუპირისპირდება.

და კიდევ: რონალდომ კარიერაში 759-ე გოლი გაიტანა და ჩეხი იოზეფ ბიცანის მსოფლიოს რეკორდი გაიმეორა, რომელსაც, ალბათ, მალე დაამხობს კიდეც. ამას გარდა, კრიშტიანოს ზედიზედ 15 სეზონში 15+ გოლი გააქვს და ეს ევროპის ტოპ-5 ლიგის რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაქნას მეტი რაააა?
Marvel
16:22 11-01-2021
1
ბიცანუ:D
კონსელეირო
15:33 11-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული