"მილანი" კიდევ ერთ ცნობილ ვეტერანს დაიმატებს

AutoSharing Option
ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი "მილანთან" კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა "ტვიტერით".

მანჯუკიჩს იტალიაში დაბრუნება უნდა და შეიძლება "როსონერიმ" ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაუფორმოს. მას აგრეთვე "ბეშიქთაში" და მოსკოვის ცსკა ეპატიჟებიან.

"მილანის" ხელმძღვანელობა 13 იანვარს ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და მოლაპარაკება გამართა.

"ბაიერნისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა ფორვარდმა 2020 წლის 5 ივლისს ყატარის "ალ-დუხაინთან" კონტრაქტი გაწყვიტა, რომლის რიგებში 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"მილანში" გადასვლის შემთხვევაში 34 წლის მანჯუკიჩი თავდასხმაში 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გადამრევს ეს ხალხი, ბიჯო დაცვას, მიხედეთ დაცვას პრახადნოი დვერი რომ გაქვთ, იქ აბა შეტევა მშვენივრად თამაშობს მინიმუმ ორი გოლი(ხშირად მეტიც) ყველა თამაშში გაგავთ და მეტ რა გიმდათ?
fff
15 იანვარი 2021 16:30
0
სურათზე მანჯუკიჩს სწორედ ამ კომენტარის შესაფერისი გამომეტყველება აქვს )
D7
19 იანვარი 2021 17:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული