"ინტერმა" "იუვეს" სძლია - ვიდალმა ტურინული კლუბის გერბს აკოცა და გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-18 ტურში "ინტერმა" "სან სიროზე" 2:0 დაამარცხა "იუვენტუსი".

თამაშის დაწყების წინ "ინტერის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი ყოფილ თანაგუნდელთან, "იუვეს" მცველ ჯორჯო კიელინისთან მივიდა და ხუმრობით მის მაისურზე გერბს აკოცა. ვიდალი ტურინული გუნდის ღირსებას 2011-15 წლებში იცავდა.

სწორედ ჩილელმა გახსნა მე-13 წუთზე ნიკოლო ბარელას პასით ანგარიში, 52-ე წუთზე კი თავად ბარელამაც გაიტანა.

"ინტერი" "მილანს" დაეწია, თუმცა, თუ "მილანმა" დღეს "კალიარის" მოუგო, კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდება. "იუვენტუსი" კი მეხუთე პოზიციაზეა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლა მაგარი პასია. ესეთ პასის გაკეთებას, ფეხთან ერთად თავიც სჭირდება, აზრიანი და ჟილკიანი თავი,... ჩვენებს კი, ეეეეხ, ჩვენბს არც ფეხი აქვთ, არც თავი და არც ჟილკა. ჩვენები, ანუ გერმანელი ფაშისტები თქქვვა.....
კ ო მ ბ ლ ე
16:22 18-01-2021
1
ბასტონის პასი - სეზონის პასი უნდა იყოს სერია ა-სთვის. ინკრედიბილე!
ქუთაისელი
14:39 18-01-2021
0

სიახლეები პოპულარული