იტალიის სუპერთასზე ჯენარო გატუზოს "ნაპოლი" ანდრეა პირლოს "იუვენტუსს" შეხვდება. მომავალი მატჩის წინ გატუზომ პირლოზე ისაუბრა, რომელთან ერთადაც "მილანსა" და იტალიის ნაკრებში ასპარეზობდა.
"თამაში ერთად დავიწყეთ, როდესაც 15 წლისები ვიყავით. ერთად მოვიგეთ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი. ჩემს კარიერაში ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ერთმანეთს ბევრ რამეში ვეხმარებოდით.
თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა, რომ ხშირად მამასხარავებდა, მაგრამ მე უფრო ხშირად წამითაქებია, ვიდრე მის მამას. მატჩების შემდეგ ბევრს ვლაპარაკობდით, ახლა კი ძალიან დაკავებულია".
თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა, რომ ხშირად მამასხარავებდა, მაგრამ მე უფრო ხშირად წამითაქებია, ვიდრე მის მამას. მატჩების შემდეგ ბევრს ვლაპარაკობდით, ახლა კი ძალიან დაკავებულია".
"ნაპოლი" და "იუვენტუსი" 21 იანვარს რეჯო-ემილიაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.