დღეს, 24 იანვარს "იუვენტუსმა" "ბოლონიას" უმასპინძლა და მარტივად, 2:0 დაამარცხა.
ტურინელებმა ანგარიშში სხვაობა მატჩის დებიუტშივე, მე-15 წუთზე შეცვალეს, როდესაც კრისტიანო რონალდოს გადაცემით არტურმა გაიტანა.
მეორე გოლი ახალგაზრდა ვესტონ მაკკინმა მატჩის 71-ე წუთზე შეაგდო, რომელმაც თავის მხრივ კვადრადოს საგოლე გადაცემა გამოიყენა.
18 თამაშის შემდეგ "იუვენტუსი" 36 ქულით იტალიის სერია A-ში მეოთხე ადგილზე იმყოფება. მე-3 ადგილოსანი "რომა" "ბებერ ქალბატონს" 1 ქულით უსწრებს, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება "ბოლონიას", 19 თამაშის შემდეგ 20 ქულა აქვთ და მე-13 ადგილს იკავებენ.
მომდევნო მატჩს "იუვენტუსი" 30 იანვარს "სამპდორიის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ "ბოლონია" ამავე რიცხვში "მილანს" უმასპინძლებს.