გუშინ, იტალიის სერია A-ს ცენტრალურ დაპირისპირებაში "ატალანტამ" "მილანი" სან სიროზე 3:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ გუნდების თავდამსხმელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
დუვან ზაპატა: "თქვენ მატჩს პენალტის გარეშე ვერ ატარებთ, რა, მე-13 გოლი გინდა?"
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "მე იმაზე მეტი გოლი მაქვს გატანილი ვიდრე შენ ნათამაშები".
ამის შემდეგ ზაპატა გაბრუნდა და გასახდელისკენ გაემართა.
როგორც ჩანს იბრაჰიმოვიჩის გაბრაზება არ გამოუვიდა, თუმცა ბერგამოში 3 ქულასთან ერთად გაეშურება.
მომზადებულია marca-ს მიხედვით